
ჩინეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა
2025 წლის პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 5.4%-ით გაიზარდა, რაც პროგნოზირებულზე უკეთესი შედეგია. ეკონომისტები ჩინეთის მშპ-ის 5.1%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ, რაც მიგვანიშნებს, რომ ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის მიერ გასული წლის ბოლოს მიღებულმა რამდენიმე რადიკალურმა გადაწყვეტილებამ იმაზე კარგად იმუშავა, ვიდრე ეს ნავარაუდევი იყო. ამ მხრივ, იგულისხმება, როგორც გაკოტრების პირას მყოფი უძრავი ქონების დეველოპერების ხელშეწყობა, ასევე ჩინური კომპანიების აქციებში