
ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ის მოქალაქეობის მისაღებად რეალითი შოუს იდეას განხილავს — CBC
ტელეკომპანია CBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტი და პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რეალითი შოუს იდეას განიხილავდა, რომლის გამარჯვებულიც დაჩქარებული წესით ამერიკის მოქალაქეობას მიიღებს. როგორც გამოცემა იუწყება, იდეა გამოცდილ რეალითი შოუს პროდიუსერს, რობ ვორსოფს ეკუთვნის. მისი თქმით, შოუ, სახელწოდებით The American, მოხალისეობრივად ჩართული იმიგრანტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომლებიც მოქალაქეობის მისაღებად ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ. „ეს იქნება შოუ, რომელიც ერთ