
მოსალოდნელია თუ არა მიგრაციული კრიზისი ირან-ისრაელის დაძაბულობის ფონზე?
დღეს, ადამიანებს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ისე უნდათ, როგორც არასდროს. ანალიტიკური კომპანია Gallup-ის შეფასებით, მიგრაციის სურვილი უპრეცედენტო დონეს აღწევს, ხოლო ადამიანთა სურვილი, დატოვონ საკუთარი ქვეყანა, გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს ათწლეულის წინ იყო. თან, მოთხოვნა გაზრდილია ფაქტობრივად ყველგან, როგორც განვითარებად სუბსაჰარულ აფრიკაში და ლათინურ ამერიკაში, ასევე განვითარებულ ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში, რომლებიც, როგორც წესი, თავად არიან