
ეთიოპიამ ჩინურ კომპანიებთან $1.7 მილიარდიანი მინერალების შეთანხმება გააფორმა
ეთიოპიამ თავისი მინერალებისა და ენერგეტიკის სექტორისთვის $1.7 მილიარდად შეფასებული საინვესტიციო შეთანხმება ჩინურ კომპანიებთან გააფორმა – ამის შესახებ Reuters ეთიოპიის ფინანსთა მინისტრზე დაყრდნობით წერს. აღმოსავლეთ აფრიკის ეს ქვეყანა, რომელმაც გასულ წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან $3.4 მილიარდიანი პროგრამა მიიღო, მასშტაბური რეფორმების გატარების პროცესშია, რაც ადგილობრივი ვალუტის გაძლიერებასა და $8.4 მილიარდიანი ვალის რესტრუქტურიზაციას ითვალისწინებს. ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა