
აშშ-ის 10 შტატში აბორტი აკრძალულია. ალბათ, დადგა დრო, ვიფიქროთ ამაზე… – მეუფე შიო
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტი შიოს (მუჯირი) განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებით სასიკეთო და გაბედული ნაბიჯები გადადგა. როგორც მან ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღის აღნიშვნის ღონისძიებაზე განაცხადა, მიესალმება გასულ წელს მიღებულ კანონებს. “მე ვგულისხმობ შარშან მიღებულ კანონს სოდომური ცოდვის პროპაგანდის წინააღმდეგ და ასევე, გენდერული იდენტობის ცნების ამოღებას კანონებიდან. დღეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები