
მეტროსადგურ “ღრმაღელეს” მიმდებარედ 3 პირი დაჭრეს, 1 — გარდაიცვალა
4 ივნისს, მეტროსადგურ “ღრმაღელეს” მიმდებარედ ცივი იარაღით სამი პირი დაჭრეს, აქედან ერთი გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული ზ.ფ. დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 4 ივნისს, თბილისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით