
2024 წელს სკოლებში სწავლა 10 800-მა მოსწავლემ მიატოვა – სახალხო დამცველი
2024 წელს ჯამურად 10 800 მოსწავლეს შეუჩერდა ან შეუწყდა მოსწავლის სტატუსი, რაც 2 601 მოსწავლით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით. ამის შესახებ სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშშია აღნიშნული. უფრო დეტალურად, გასულ წელს 7 599 მოსწავლეს შეუჩერდა, ხოლო 3201 მოსწავლეს შეუწყდა მოსწავლის სტატუსი. სტატისტიკის თანახმად, სტატუსის შეჩერება ყველაზე ხშირად, დაკავშირებულია ისეთ საფუძვლებთან, როგორიცაა „ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გამგზავრება“, „მშობლის/კანონიერი