
პოლიტიკურ პარტიებს შემოწირულებებისა და საწევრო შენატანების შესახებ ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროსთვის 5 სამუშაო დღის ვადაში წარდგენის ვალდებულება აღარ ექნებათ. ცვლილება შედის კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“. ახალი რეგულაციის თანახმად, პარტიები ყოველი თვის განმავლობაში მიღებული შემოწირულებებისა და განხორციელებული საწევრო შენატანების შესახებ ინფორმაციას ბიუროს წარუდგენენ საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა. აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება იმ საკანონმდებლო