
2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 1 592 ადამიანს შეუწყდა – მათგან 50%-მა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო
2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 1 592 ადამიანს შეუწყდა – ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საქსტატის თანახმად, გასულ წელს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევები შემცირდა – 2023 წელს ასეთი 3756 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება ახალი მოქალაქეობის ქვეყნებს, 50.37%-მა, ანუ 802-მა ადამიანმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიიღო. 200-მა ადამიანმა მიიღო საბერძნეთის მოქალაქეობა, 102-მა – ისრაელის. საქართველოს