
უკრაინა მსოფლიო ბანკისგან მილიარდი დოლარის სესხს მიიღებს
უკრაინა მსოფლიო ბანკთან მილიარდი დოლარის მოცულობის სესხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. Development Policy Operation-ის სესხი რეფორმებსა და ბიუჯეტის ხარჯების დაფარვას მოხმარდება. 2-6 ივნისის ჩათვლით, პროგრამის პირობებზე შესათანხმებლად მსოფლიო ბანკის ექსპერტები უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდებიან. “ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას ახალი Development Policy Operation-ის შეთანხმებაზე, რომელიც არა მხოლოდ დაეხმარება სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდასაჭერად საჭირო რესურსების მოზიდვას, არამედ ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენასა