
რამდენიმეთვიანი შეზღუდვის შემდეგ, “გაგრასთან” ჩანგრეულ გზაზე მოძრაობა სრულად აღდგა – მერია
დიდუბის რაიონში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარედ საგზაო და ნაპირსამაგრი სამუშაოების ძირითადი ეტაპი დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილი უკვე აღდგენილია და ავტოტრანსპორტის გადაადგილება სრულად განახლდა. შეგახსენებთ, რესტორან “გაგრას” მიმდებარედ 8 აპრილს ჩამოშლილი ფერდის აღდგენისთვის მერიამ ორი გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა, რომელთა ჯამური ღირებულება 5 მილიონი ლარია. 7 აპრილს უწყებამ გზა გადაკეტა. 8 აპრილს