
საცობებს ქმნის ბევრი მანქანა და არა მშენებლობები – ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი
თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ნინო ბაგაშვილი აცხადებს, რომ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა მიზნად ისახავს საცობების შემცირებას და მანქანაზე დამოკიდებულების შემცირებას. „საჭიროა ალტერნატიული გადაადგილების უსაფრთხო და კომფორტული გზების შექმნა – ვაწყობთ ტროტუარებს, ვხაზავთ ველობილიკებს, რათა ქვეითებსა და ველოსიპედით გადაადგილების მსურველებს მეტი არჩევანი ჰქონდეთ. ქალაქი ყველასია – ქვეითების, ველოსიპედისტების და არა მხოლოდ ავტომობილების. სწორედ ამიტომ