
20-21 აპრილს სასაფლაოების მიმართულებით ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება – მგზავრობა უფასოა
თბილისის მერიის ინფორმაციით, 20-21 აპრილს, აღდგომის დღესასწაულის გამო ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება. ავტობუსები მგზავრებს მოემსახურება დღეს, 20 აპრილს დილის 08:00-დან 20:00 საათამდე, მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით. მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურების – „მარჯანიშვილი“ (აღმაშენებლის გამზ. N83), „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ (ჯავახეთის ქუჩა) მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა