
ტრამპმა საუდის არაბეთში ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში საუდის არაბეთით დაიწყო. პრეზიდენტი ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში კატარს და არაბთა გაერთიანებული საამიროებსაც ეწვევა. ტრამპი უკვე შეხვდა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცს მუჰამედ ბინ სალმანს და ეკონომიკურ პარტნიორობაზე შეთანხმებაც გააფორმა. შეთანხმების ფარგლებში აშშ და საუდის არაბეთი ითანამშრომლებენ სხვადასხვა დარგში მათ შორის ენერგეტიკისა და თავდაცვის სფეროებში. ტრამპი იმედოვნებს, რომ საუდის