
შიშს ვხედავ, რომ საერთოდ არ გავქრეთ როგორც ტურისტული მიმართულება – “ანაპეა”
ტურისტული სეგმენტის ცვლილებაზე სექტორი ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად ალაპარაკდა, თუმცა მცირე მარნების წარმომადგენლები გვიხნიან, რომ ეს ტენდენცია მათ შემთხვევაში შესამჩნევი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა. აზიელი ტურისტები ქართული ღვინით ნაკლებად ინტერესდებიან, რამაც ადგილობრივად ღვინის გაყიდვები გასულ წელსვე შეამცირა. საბაზრო მოთხოვნებზე მორგებას ცდილობენ ყვარლის რაიონში ახლად გახსნილი “ანაპეას” დამფუძნებლები. ხატია დარგუაშვილის თქმით აზიელი სტუმრებისთვის ქართული ღვინის