
ყალბი ნარკოლოგიური ცნობების გაცემის საქმეზე გამოძიებამ ორი პირი ამხილა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კომერციული მოსყიდვის, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე მხილებულ იქნა ორი პირი. საქმე ეხება ნარკოლოგიური ცნობების დამზადებაზე. “გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც მუშაობდა სამეგრელოს რეგიონში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, დაინტერესებულ პირებზე, შესაბამისი პროცედურების გავლის გარეშე, გასცა ყალბი ცნობები ნარკოლოგიური შემოწმების თაობაზე, ხოლო, მეორე ბრალდებულმა