
პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია აშშ-ში, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეას დაესწრება
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ინფორმაციას ერთპარტიული პარლამენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 22-26 მაისს, ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში ჩატარდება. პარლამენტის პრესრელიზის თანახმად, საქართველოდან დელეგაციას ხელმძღვანელობს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე