
მთავრობის ადმინისტრაციას ნატოს სამიტზე მოსაწვევი არ მიუღია
ნატოს სამიტი 2025-ზე “ქართული ოცნების” მთავრობას მოსაწვევი ამ დრომდე არ მიუღია – ამის შესახებ BM.GE-ს ადმინისტრაციაში განუცხადეს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი 2025 წლის ზაფხულში, 24-26 ივნისს, ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში გაიმართება. ვინ მიდის? სამიტს ესწრება ალიანსის წევრი 32-ივე ქვეყანა. მათ შორის იქნება აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ინფორმაცია თეთრმა სახლმა დაადასტურა. სამიტზე მიწვევა 2 ივნისს ოფიციალურად მიიღო უკრაინამ