
რამ განაპირობა FDI-ის კლება უძრავ ქონებაში? – ნატო ბოჭორიშვილის შეფასება
საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი ნატო ბოჭორიშვილი ამბობს რომ უძრავი ქონების ბაზარზე გასულ ორ თვეში, წლის დასაწყისთან შედარებით, აქტიურობა გაზრდილია. მისივე შეფასებით, პირველ კვარტალში დაფიქსირებული ინვესტიციების კლება პროგნოზირებულს შეესაბამება, 2024 წლის ბოლოს არსებული ვითარების გათვალისწინებით. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის I კვარტალში 179.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 7.7%-იანი კლებაა.