
გასულ წელს გერმანიის მოქალაქეობა საქართველოს 920 მოქალაქეს მიენიჭა
სტატისტიკის ფედერალური ოფისის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წელს გერმანიის მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეების რეკორდულ რაოდენობას, 920 ადამიანს მიენიჭა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ნატურალიზაცია საქართველოს მოქალაქე 325 მამაკაცს და 600 ქალს მიენიჭა. ასაკობრივი განაწილებით ყველაზე მეტი – 240 ადამიანი 30-დან 35 წლამდეა, 135 ადამიანი კი 18 წელს მიუღწეველი იყო. გერმანიის სტატისტიკის ფედერალური ოფისი ნატურალიზაციის სტატისტიკას 2018-2024 წლების