
“ქართული აგროპროდუქტი” ექსპორტს ავითარებს – რა გეგმები აქვს კომპანიას?
ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია “ქართული აგროპროდუქტი” ექსპორტის გაფართოებაზე მუშაობს. ამის შესახებ კომპანიის მმართველმა პარტნიორმა სოსო მანჯავიძემ BM.GE-სთან ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მათი ექსპორტის წილი მთლიან გაყიდვებში 70%-ს შეადგენს და ისეთ ბაზრებზე გააქვთ პროდუქცია, როგორიცაა აშშ, საფრანგეთი, უკრაინა და გერმანია. ამასთან, ნიმუშები გაგზავნილი აქვთ საუდის არაბეთში და პირველ პარტიას მალე გაგზავნიან. “წარმოების 70% ექსპორტზე გაგვაქვს, კერძოდ აშშ-ს