
„კამპამ“ ალუბლისა და ბროწეულის წვენის ეტიკეტირება უნდა შეცვალოს – GCCA-მ კომპანიას დარღვევა დაუდგ
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, ნატურალური წვენის წარმოების სექტორში, შპს „კამპას“ უსამართლო კომერციული საქმიანობის დარღვევის ფაქტი დაუდგინა. საქმის განხილვისას, შესწავლილი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურდა, რომ მოვაჭრე თავისი ერთ-ერთი პროდუქტის („ალუბლისა და ბროწეულის წვენი 100%“) ძირითადი ინგრედიენტების შესახებ ინფორმაციას მომხმარებლებს შეცდომაში შემყვანი ფორმით აწვდის. კერძოდ, კონკრეტული წვენის შეფუთვის ძირითადი ვიზუალური ნაწილის მიხედვით, მის