
ნიკა მელიას მოსატაცებელი არაფერი აქვს. მის მიმართ აღსრულდა კანონი – ირაკლი კობახიძე
ნიკა მელიამ პატივი არ სცა საქართველოს პარლამენტს, არ მივიდა საგამოძიებო კომისიაში და მის მიმართ აღსრულდა კანონი, კანონს ვინც დაარღვევს, ყველას მოუწევს პასუხისგება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ნიკა მელიას დაკავებაზე განუცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო იქნება მტკიცე იმ ინტერესების დაცვისას, რომელიც უკავშირდება საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს რეალიზებას. „ნიკა მელიას მოსატაცებელი არაფერი აქვს, ნამდვილად.