
ილონ მასკის Starlink-ი სომხეთში ამოქმედდა
სომხეთში ილონ მასკის კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტის ქსელი, Starlink-ი ამოქმედდა. სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრის, მხითარ ჰაირაპეტიანის განცხადებით, სწრაფი და საიმედო ინტერნეტით სარგებლობა უკვე ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან, მათ შორის ყველაზე მიუდგომელი რეგიონებიდანაცაა შესაძლებელი. როგორც ის ამბობს, ეს შედეგი Starlink-თან თანამშრომლობის შედეგად დადგა. „ეს არის პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ინოვაციის ერთობლივ ხედვასა და თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის