
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ევროკავშირის მომხრე კანდიდატმა გაიმარჯვა
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ცენტრისტმა კანდიდატმა და ბუქარესტის მერმა, ნიკუშორ დანმა გაიმარჯვა. მან ხმების 53,6% მოაგროვა, მემარჯვენე ნაციონალისტმა ჯორჯ სიმიონმა კი — 46,4%. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტურში სიმიონმა ორჯერ მეტი ხმა მიიღო, მეორე ტურში დანმა მეტოქეს თითქმის მილიონი ხმით აჯობა. გამარჯვების შემდეგ მან მხარდამჭერებს მიმართა სიტყვებით: „ეს თქვენი გამარჯვებაა“, ხოლო ხალხი სკანდირებდა: „რუსეთო