
“რეალური სივრცის” გუნდმა მენეჯმენტის შეთავაზებაზე უარი თქვა – თანამშრომლები არხს ტოვებენ
„რეალური სივრცის“ სარედაქციო გუნდი უარს ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის შეთავაზებაზე, გადაცემის დახურვის შემდეგ მაუწყებლის სხვადასხვა არხებსა და გადაცემებში გადანაწილდნენ. დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის უკვე ყოფილი შენობის წინ რეპორტიორმა თამარ მშვენიერაძემ წაიკითხა საჯარო განცხადება, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა „რეალური სივრცის“ გუნდს წერილობით აცნობა, რომ რადგან გადაცემის წამყვან ნინო ზაუტაშვილთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა, ტოქშოუს გაგრძელება აღარ იგეგმება.