
“გოგორა” სოციალურ საწარმოდ რეგისტრირდება – რა გეგმები აქვს კომპანიას?
„გოგორა“ სოციალურ საწარმოდ რეგისტრირდება, – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ კომპანიის დამფუძნებელმა, ნინო რაზმაძემ ისაუბრა. ნინო რაზმაძე BM.GE-სთან განმარტავს, რომ კომპანიისთვის სოციალური საწარმოს ოფიციალური სტატუსი, მათ შესაძლებლობას მისცემს სოციალური საწარმოებისთვის განკუთვნილ კონკურსებში მიიღონ მონაწილეობა. მისი ინფორმაციით, ამ ტიპის კონკურსებში საწარმოების მიმართ რამდენიმე მოთხოვნა არსებობს, კონკრეტულად კი კომპანიას სოციალური საწარმოს სტატუსი წესდებაშივე იყოს გაწერილი, შემოსავლის