
“8-9 თვის განმავლობაში პურზე აქცია გვქონდა, რომელიც დასრულდა და ფასიც გაიზარდა” – “იფქლი დიღომი”
გასულ თვეში ინფლაცია ბოლო ორი წლის მაქსიმუმამდე, 3.5%-მდე გაიზარდა, რომლის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი პურის გაძვირება იყო. გასულ თვეში პურის ქარხნებმა პროდუქცია 10 თეთრით გააძვირეს, რაც კონკრეტული ფაქტორებით აიხსნა. პურის ფასი ქარხნებმა მარტში დააკორექტირეს, მიზეზად მისი ღირებულების შემადგენელი ყველა კომპონენტის ზრდა დაასახელეს და განმარტეს, რომ საფასო პოლიტიკის გადახედვა გარდაუვალი იყო. დახლებზე მომხმარებლისთვის პური 10 თეთრით გაძვირდა.