
ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნას Siemens-ის CEO-ს ოჯახი ემსხვერპლა
Siemens-ის პრეზიდენტი და დირექტორი, აგუსტინ ესკობარი, ერთ-ერთია იმ 6 ადამიანს შორის, ვინც ნიუ-იოკრში, მდინარე ჰუდსონში ვერტმფრენის ჩავარდნას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ აგუსტინ ესკობარის მეუღლე, მათი სამი მცირეწლოვანი შვილი და პილოტი. ვერტმფრენი 10 აპრილს, ნიუ-იორკის დროით 15:17 საათზე ჩამოვარდა. პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, 4 ადამიანი შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილი იპოვეს, ორი მცირეწლოვანი კი მოგვიანებით, საავადმყოფოში. როგორც ცნობილია