
ზელენსკის თქმით, ზამთარში გაზის დეფიციტის შემთხვევაში ქვეყანას ნორვეგია დაეხმარება
ნორვეგია უკრაინას დაეხმარება დაახლოებით მილიარდი ევროს ღირებულების გაზის დეფიციტის აღმოფხვრაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიის პრემიერთან იუნას გარ სთურეთან ვილნიუსში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. “უკრაინისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. მისგან პოზიტიური გზავნილები მოვისმინე, მათ შორის გაზთან დაკავშირებით”, – ამბობს ზელენსკი და ამატებს, რომ თუ ზამთარში დეფიციტის წინაშე აღმოჩნდებიან ნორვეგია დაეხმარებათ. რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას