
გუნბა საქართველოს მოუწოდებს, აღიაროს “აფხაზეთის დამოუკიდებლობა”
“საქართველოს ხელმძღვანელობა უნდა შეეგუოს აფხაზეთის დამოუკიდებლობას”, — ამის შესახებ “რია ნოვოსტისთან” ოკუპირებული აფხაზეთს ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ განაცხადა. “საქართველოს პოლიტიკური ელიტა რეალობას ვერ შეეგუა. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა”, — განაცხადა გუნბამ. მისი თქმით, თბილისთან დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის პირობით. “ჩვენი პრიორიტეტია მშვიდობიანად ვიცხოვროთ ყველა მეზობელთან. ჩვენ გვსურს კეთილმეზობლური