
ტრამპის განცხადებით, ორშაბათს ტელეფონით ჯერ პუტინს, შემდეგ კი ზელენსკის დაელაპარაკება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორშაბათს, დილის 10:00 საათზე უკრაინის ომის დასრულების საკითხზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაელაპარაკება. მან სატელეფონო საუბარი სოციალურ ქსელში დააანონსა. ამასთან, ტრამპი აღნიშნავს, რომ ორშაბათს, პუტინთან საუბრის შემდეგ, ისაუბრებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ნატოს სხვადასხვა წევრებთან. „საუბრის თემა იქნება “სასაკლაოს” გაჩერება, რომელსაც კვირაში, საშუალოდ, 5000 რუს და უკრაინელ სამხედროს კლავს, და