
რაჭაში, ონის ცენტრში ახალი სასტუმრო „ნოველა“ იხსნება. რეგიონში კომპანია „რაჭა პროჯექტ მენეჯმენტის“ პირველი პროექტი, 5 მლნ ლარის ინვესტირებით, პირველ სტუმრებს ივლისიდან მიიღებს, თუმცა კომპანიაში ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ. 16-ნომრიან სასტუმრო „ნოველა“, ბრასერიას, ბისტროს და საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს, რომლის მთავარი იდეა რაჭის პოპულარიზაცია, სტუმრებისთვის სტანდარტიზებული სერვისის მიწოდება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების ხელშეწყობაა. „მასპინძლობა მთელი გულით, მაღალი