
აშშ-მა უნგრელი მაღალჩინოსანი ე.წ. “მაგნიტსკის სიიდან” ამოიღო
შეერთებულმა შტატებმა უნგრელი მაღალჩინოსანი, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტალ როგანი ე.წ. “მაგნიტსკის სიიდან” ამოიღო. როგორც სახდეპის პრესსპიკერმა განაცხადა, სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს აზრით, როგანზე გატარებული სადამსჯელო ზომები არ არის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ინტერესებთან თანხვედრაში. რუბიომ გადაწყვეტილების შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიირატოს სატელეფონო ზარით შეატყობინა: “სახელმწიფო მდივანმა შეატყობინა მინისტრი სიირატო, უფროსი მაღალჩინოსნის, ანტალ