
ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა
ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. ამჯერად უნცია მეტალის ღირებულებამ 3,245 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 36%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ბოლო პერიოდის განმავლობაში ოქროს გაძვირება კავშირშია გეოპოლიტიკური რისკების ზრდასთან და მიმდინარე კონფლიქტების ესკალაციასთან. მართალია, ასეთი მოცემულობა ინვესტორებისთვის არახელსაყრელია, თუმცა ოქროს ღირებულება სწორედ ასეთი რისკების დაგროვების ფონზე იზრდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის მხრიდან ტარიფების დაწესება