
“ოცნება” გენერალური პროკურორის არჩევის წესს ცვლის – კანონპროექტი
“ქართული ოცნების” პარლამენტი დღეს, დაჩქარებული წესით კომიტეტებზე იწყებს “პროკურატურის შესახებ” კანონში ცვლილებების განხილვას, რომლითაც გენერალური პროკურორის არჩევის წესი იცვლება. მოქმედი კანონი: დღეს მოქმედი კანონით, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორის კანდიდატს კონსულტაციების საფუძველზე ერთი თვის ვადაში ირჩევდა, რომელსაც შემდეგ პარლამენტს წარუდგენდა. რა იცვლება? ცვლილებების მიხედვით, გენერალური პროკურორის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს ექვსი თვის, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში