
პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო
ერთპარტიულმა პარლამენტმა III მოსმენით, 81 ხმით ნულის წინააღმდეგ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო. ცვლილება ითვალისწინებს, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასურის განსაზღვრას. ასევე, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა სამაუწყებლო ქსელის ასაგებად მინიჭებული რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის უფლების ავტომატურად გაგრძელებას, რაც კანონპროექტის ავტორების თქმით, “უზრუნველყოფს ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლობის ბაზარზე სტაბილური გარემოს შენარჩუნებასა და განვითარებას, ადგილობრივი საეთერო ტელემაუწყებლების უწყვეტად ფუნქციონირებასა და