
გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 7 დღით შეწყვიტა
დაკავებული ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე აცხადებს, რომ 7 დღით შიმშილობას წყვეტს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ის ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რათა პენიტენციურ სამსახურს საბაბი არ ჰქონდეს, 17 აპრილს დაგეგმილ სხდომას არ დაასწრონ. ჩიკვაიძე წინა პროცესზე ვერ გამოცხადდა, პენიტენციურის პოზიცია იყო, რომ მისი გადაყვანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იყო შეუძლებელი. ჩიკვაიძე ამბობდა, რომ პროცესზე არ მიიყვანეს, რათა