
რაჟდენ კუპრაშვილი NGO-ებს ბენეფიციარების პერსონალურ ინფორმაციის სასამართლოს გზით სთხოვს
არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს მოთხოვნა, მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემაზე. როგორ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, ანტიკორუფციულმა ბიურომ რუსული კანონების აღსრულება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით დაიწყო. ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ არ აპირებენ მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, თუნდაც ამას მათი დევნა და დაპატიმრება მოჰყვეს. “17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ ანტიკონსტიტუციური რუსული კანონების აღსრულება