
48 000 პლასტიკის პარკი დალუქულია – გარემოსდაცვითი ზედამხედველობა პარკის მწარმოებლებს ამოწმებს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტიკის პარკის მწარმოებლების შემოწმებას აგრძელებს. უწყების ცნობით, შემოწმების პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება და ქვეყნის რეგიონებსაც მოიცავს. “ინსპექტირების პირველ ეტაპზე ლაბორატორიაში გადაგზავნილი სინჯების კვლევის შედეგად კი, 14 სახეობის პარკის ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ ერთი სახეობის ნიმუშში გამოვლინდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს და 48 ათასი პარკი, რომლებშიც დარღვეული