
რატომ გაათავისუფლეს ბელარუსში სერგეი ტიხანოვსკი და კიდევ 13 პოლიტპატიმარი?
გუშინ, ბელარუსში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ბლოგერი სერგეი ტიხანოვსკი და კიდევ 13 პოლიტპატიმარი გაათავისუფლეს. მედიის ცნობით, ტიხანოვსკიმ უკვე დატოვა ბელარუსის ტერიტორია. შეგახსენებთ, რომ ტიხანოვსკის 2021 წელს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. პოლიტპატიმრების გათავისუფლება, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის მინსკში ვიზიტს უკავშირდება. კელოგი ბელარუსის დედაქალაქს 21 ივნისს ეწვია და ქვეყნის ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა.