ვინ არის პოლონეთის ახალი პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი?

ვინ არის პოლონეთის ახალი პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი?

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. მეორე ტურში გამართული ძალიან ახლო ბრძოლის შედეგად, პოლონელებმა ქვეყნის პრეზიდენტად კონსერვატორული პარტიის კანდიდატი, ისტორიკოსი კაროლ ნავროცკი აირჩიეს. ოპოზიციური კონსერვატორული პარტიის წარმომადგენელმა ხმების 50.89% აიღო, როცა მისმა მოწინააღმდეგემ, “სამოქალაქო პლატფორმის” წარმომადგენელმა ვარშავის ამჟამინდელმა მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ ხმების 49.11% აიღო. არჩევნების მეორე ტური იმდენად დაძაბული იყო, რომ ეგზიტპოლების შედეგად, გამარჯვება ორივე კანდიდატმა იზეიმა.

Read More
პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა – რა აჩვენა ეგზიტპოლმა?

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა – რა აჩვენა ეგზიტპოლმა?

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა, თუმცა გამარჯვებულის განსაზღვრა ჯერჯერობით რთულია, რადგანაც კანდიდატებს შორის ხმების მცირე განსხვავებაა. მეორე ტურში ერთმანეთს პოლონეთის პრემიერ დონალდ ტუსკის პარტიის ლიდერი რაფალ ტრჟასკოვსკი და ნაციონალისტი ისტორიკოსი კაროლ ნავროცკი დაუპირისპირდნენ. ეგზიტპოლის თანახმად, ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი “სამოქალაქო პლატფორმიდან“ ლიდერობს ხმების 50.3%-ით, ხოლო “ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის” დირექტორმა კაროლ ნავროცკიმ კი 49.7% მოიპოვა.

Read More