
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი დაამტკიცა. მას 55 ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 14-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 4-მა — თავი შეიკავა. ანგარიში ევროპარლამენტარმა რასა იუკნევჩიენემ მოამზადა. ანგარიშში ევროპარლამენტი ქართულ ოცნებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ძალადობრივი ხერხებით პროტესტის ჩახშობისგან და გააუქმოს ის რეპრესიული კანონები, რაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. ამასთან ერთად, ანგარიშში წერია