
ჭიათურაში 6 მაღაროელი შიმშილობს – პროტესტის მონაწილეები 1 მაისს მასშტაბურ აქციას აანონსებენ
მაღაროელებმა დღეს თბილისში პრესკონფერენცია გამართეს, სადაც 1 მაისს ჭიათურაში ფართო მასშტაბიანი აქცია დააანონსეს და მათ მიერ დაწესებული მოთხოვნები გააჟღერეს. ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის ჭიათურაში 6 მაღაროელი შიმშილობს. პროტესტის მონაწილეები ქალაქში მთავრობის წარმომადგენლების ჩასვლას და კრიზისის მოგვარებაში მათ უშუალო ჩართულობას ითხოვენ. მაღაროელები კომპანიის მიერ გამოცხადებულ რეორგანიზაციას არ ეთანხმებიან. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას