
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია – პროტესტის 141-ე დღე
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. დღეს, პროტესტის 141-ე დღეა და დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები. აქციას მსვლელობით შეუერთდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე პროტესტის მონაწილეებიც.