
164-ე დღე – პარლამენტთან აქცია განახლდა
საქართველოს პარლამენტთან აქცია განახლდა. მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი 10 მაისსაც გადაკეტეს. უწყვეტი პროტესტის 164-ე დღეს აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები. დედაქალაქის გარდა, პროტესტი გრძელდება რეგიონებშიც.