
რა თანხები იხარჯება პროფესიული განათლების სტიმულირებაზე? – განათლების სამინისტროს პასუხი
პროფესიული განათლების ხელშეწყობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამით ცდილობს, ხელი შეუწყოს როგორც პროფესიული მიმართულებებით სწავლების განვითარებას, ისე მოსწავლეთა დაინტერესებას ამ სფეროთი. BM.GE დაინტერესდა, კონკრეტულად რა თანხები იხარჯება პროფესიული განათლების სტიმულირებაზე და რა შედეგები აქვთ განხორციელებულ პროექტებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განათლების განვითარება ხორციელდება სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამისა და პროექტის გზით.