
პერსონალური სანქციების მოწოდება – ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტში საქართვე
ბრიუსელში, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის (DROI) რიგგარეშე შეხვედრაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს. ყურადღება საქართველოში ადამიანების უფლებების მიმართულებით არსებულ ვითარებაზე გამახვილდა, რომელიც უარესდება. აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან ქართული სამოქალაქო საზოგადოების დახმარების გაგრძელების საჭიროება, ასევე გაკეთდა მოწოდებები ევროკავშირისგან შემდგომ ნაბიჯებზე პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით. ქვეკომიტეტის წევრები საქართველოში 26-28 მაისს იმყოფებოდნენ. დღევანდელი სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხი სწორედ საქართველოში ვიზიტის შესახებ