ვინ არის პოლონეთის ახალი პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი?

ვინ არის პოლონეთის ახალი პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი?

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. მეორე ტურში გამართული ძალიან ახლო ბრძოლის შედეგად, პოლონელებმა ქვეყნის პრეზიდენტად კონსერვატორული პარტიის კანდიდატი, ისტორიკოსი კაროლ ნავროცკი აირჩიეს. ოპოზიციური კონსერვატორული პარტიის წარმომადგენელმა ხმების 50.89% აიღო, როცა მისმა მოწინააღმდეგემ, “სამოქალაქო პლატფორმის” წარმომადგენელმა ვარშავის ამჟამინდელმა მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ ხმების 49.11% აიღო. არჩევნების მეორე ტური იმდენად დაძაბული იყო, რომ ეგზიტპოლების შედეგად, გამარჯვება ორივე კანდიდატმა იზეიმა.

Read More