ისნის რაიონში აწყურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რის გამოც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტში გარკვეული ცვლილებები შევიდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კერძოდ, ავტობუსები: N296, N312, N318, N322, N330, N341, N356, N361, N376 და N396, რომლებიც მეტროსადგურ „ისანთან“ წრიულად მოძრაობდნენ – ვაჟა ჩაჩავას, აწყურისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩების გავლით, ამჯერად, მოტრიალდებიან ქეთევან დედოფლის გამზირზე, მეტროსადგურ „ისნის“ წინ

Read More